კიევის ოლქში, ბუჩის რაიონში,,მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან.
„ანომალიური გაზაფხულის სიცხისა და ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა სოფელ ტარასოვშჩინას მიმდებარედ.
ხანძარმა მოიცვა 70 ჰექტარი ტყის ნიადაგის საფარი და 30 ჰექტარი ღია ტერიტორია,“ - აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული არიან უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები, სატყეო მეურნეობის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის სახანძრო დანაყოფები და წითელი ჯვრის სწრაფი რეაგირების მოხალისეთა ჯგუფი.