ქალაქ ოზურგეთის დიდი ნაწილი წყალმა დატბორა. თუმცა როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ განაცხადა ამ დროისთვის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და არც მათი ევაკუაცია არ იგეგმება.
,, ამ დროისთვის ქალაქის დიდი ნაწილია დატბორილია და კვლავ გადაუღებლად წვიმს. ჯერჯერობით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება", _აცხადებს მერი.
მისივე განმარტებით, ქალაქის მერია ამინდის გაუარესებას შესაბამისად მომზადებული შეხვდა.
,, საგანგებო შტაბი მწუხელ მთელი ღამის განმავლობაში უშაობა, გამოცხადებული გვქონდა საგანგებო მდგომარეობა. ველოდებოდით სტიქიას და რაც შესაძლებელია ტექნიკით, თუ სხვა საშუალებით მზადყოფნაში ვიყავით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.