ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის კატოვიცას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბათუმს სამუშაო ვიზიტით სილესიას სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, ექსპერტ-ეპიდემიოლოგი, ევროპაში რესპირატორული დაავადებათა გავრცელების მთავარი მკვლევარი პროფესორი იან ზეიდა სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პროფესორ იან ზეიდასა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს შორის. პროფესორმა საჯარო ლექციები და სემინარი ჩაატარა სტუდენტებისა და ექიმებისათვის. თემატიკა მოიცავდა ასთმის დიაგნოსტირების სირთულეებსა და გარემოს გავლენის მიმოხილვას რესპირატორული დაავადებების მიმდინარეობაზე.
პროფესორ ზეიდას ხელშეწყობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრი სილესიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიურ დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის მასშტაბური პროექტს, რომელიც გულისხმობს ბათუმისა და მისი შემოგარენის სკოლების I-VIII კლასის 6000 მოსწავლეთა გამოკვლევას რესპირატორული დაავადებისა და ასთმის კუთხით (ანკეტირება, რისკ-ჯგუფის გამოვლენა და შემდგომი სპეციფიური კვლევა).
აღნიშნული მასშტაბის კვლევა არის პრეცენდენტი პოსტაბჭოთა ქვეყნების სივრცეში. კვლევის ძირითადი მიზანია რეგიონში ასთმის დიაგნოსტირების გაუმჯობესება და შესაბამისად მისი კონტროლის მიღწევის შესაძლებლობის ზრდა.