თბილისის მეტროსადგურ ,,ვაგზლის მოედანზე" მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ნუცა ხიზილბეგიშვილმა განუცხადა, მამაკაცს მატარებელი არ დაჯახებია, იგი მატარებელის სადგურში შემოსვლამდე ლიანდაგებში ჩახტა.
"მამაკაცს მატარებელი არ დაჯახებია. სამწუხაროდ, ეს იყო სუიციდის ფაქტი. ამ დროისთვის მეტროსადგურ ,,ვაგზლის" მოედნის" მეორე ხაზზე საბურთალოს მიმართულებით მეტრო არ მუშაობს, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" ხიზილბეგიშვილმა,.