ხვალ, 1 აპრილს მოსკოვის მიმართულებით სააღდგომოდ ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყება.
ავიაკომპანია "აირზენას" პრესსამსახურის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით ექვსი ჩარტერული რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 1, 2, 3, 10, 12 და 14 აპრილს შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს რუსეთმა ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" -ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისის შესრულებას ეხება.
"ამგვარ ფრენების აშკარა ჰუმანიტარული ხასიათის გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.