ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ამის შესახებ, პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მისმა წევრმა რომან რურუამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჭიდაობის ფედერაციას დაევალა, ერთი თვის ვადაში შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რომელიც მოჭიდავეების საზოგადოებას აწუხებს და პრეზიდიუმს წარუდგინოს.
,, ჭიდაობის ფედერაციას დაევალა ერთი თვის აწუხებს ჭიდაობის საზოგადოებას და წამოუდგინოს პრეზიდიუმს საკითხს გადასაწყვეტად. Gგადაყენების საკითხი მოხსნილია. სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ფედერაციას გააჩნია, გააკეთებს დასკვნებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", _განაცხადა რურუამ.
ამ ეტაპზე თანამდებობაზე რჩებიან მწვრთნელებიც.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა კვერცხები დაუშინეს.
ლუკა კურტანიძემ ფედერაციის შენობაში შესვლა სამართალდამცავების დახმარებითა მოახერხა. მოჭიდავეები კურტანიძის გადაყენებას მოითხოვდნენ.