დღეს, 31 მარტს, 19:00 საათზე, ბრიტანული კომპანია "სიბიარ ქეფითალ ლიმითედ"-ის წარმომადგენლობა და შპს "კაზმა", სასტუმრო ამბასადორის ტერასაზე აწყობენ მათ მიერ შემუშავებული საპროექტო მასალების პრეზენტაციას, რომლის მიზანია საზოგადოებისა და ოფიციალური სტრუქტურებისათვის ქ. თბილისში მშენებლობისა და რეკონსტრუქციის მხრივ მათი გეგმებისა და მიზნების გაცნობა.