""საქართველოს ბანკმა" მომხმარებელს იპოთეკური სესხი ახალი პირობებით შესთავაზა.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი ჭილაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე მომხმარებელს იპოთეკური სესხით სარგებლობა ~საქართველოს ბანკში~ ახალი პირობებით შეუძლია, კერძოდ კი სესხის საპროცენტო განაკვეთი 15%-მდე განისაზღვრება, მაქსიმალური ვადა კი 10 წლით არის განსაზღვრული.
ამასთან, როგორც დღეს გამართულპრესკონფერეციაზე "საქართველოს ბანკის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბარკალაიამ განმარტა, მომხმარებელი, რომელიც ამ პერიოდში "საქართველოს ბანკში" ლარში იპოთეკურ სესხს აიღებს, ბანკისგან დამატებით საჩუქრად მიიღებს სესხის ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მომხმარებელი არ გადაიხდის სესხის გაცემის საკომისიოს, ბანკი აანაზღაურებს საჯარო რეესტრისა და ანოტარიულ ხარჯებს.
"საქართველოს ბანკმა" ეროვნულ ვალუტაში იპოთეკური სესხის გაცემა მიმდინარე წლის თებერვალში, სპეციალური აქციით დაიწყო, რომელიც 100 იპოთეკური სესხის გაცემას ითვალისწინებდა. როგორც ბანკში აღნიშნავენ, მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტზე მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ დიდი იყო და ბანკმა მთლიანობაში 4.5 მლნ ლარის მოცულობის იპოთეკური სესხები გასცა.