23 სექტემბერს, სოხუმში, 77 წლის რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი კონცერტს გამართავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კონცერტი აფხაზი ხალხის ე.წ. გამარჯვების დღისადმია მიძღვნილი.
„იოსიფ კობზონის კონცერტი ფილარმონიის შენობაში გაიმართება. კონცერტი რუსეთისა და აფხაზეთის კულტურის სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება", _ წერს აფხაზური მედია.