დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში (მის: ჯავახიშვილის N72, ეკლესიის უკან) სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად გაიმართება აქცია ,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად". სისხლი, საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკისთვის შეგროვდება, აქცია დღის 12:00 საათზე დაიწყება, მასში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. მანდატურეთან ერთად სისხლის უანგაროდ გაღების შესაძლებლობა ყველა მსურველს ეძლევა.
სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.