საქართველოში შაქრის ფასის კლების ტენდენცია გრძელდება. ბოლო პერიოდში ფასის კლებამ თითქმის 50 თეთრი შეადგინა კილოგრამზე და დღეის მდგომარეობით ფასები შაქარზე წვრილ მაღაზიებში მერყეობს 1.90-2.00 ლარი, ხოლო მსხვილ სუპერმარკეტებში 1.80-1.90 ლარი. ბოლო პერიოდში, შაქრის ფასმა კიდევ 10 % დაიკლო.
ექსპერტები და შაქრის წარმოების წარმომადგენლები ბოლოდროინდელ ფასის კლებას საფონდო ბირჟებზე თეთრ შაქარზე და ნედლეულზე ფასების მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ. საფონდო ბირჟებზე ბოლო პერიოდში ფასების მკვეთრი ვარდნა შაქრის ახალ მოსავალს უკავშირდება, რომელმაც მინიმუმდა დაიყვანა დეფიციტი, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა. უმსხვილესი შაქრის იმპორტიორი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილი, კუბა შაქრის ლერწმის და ნედლეული სერიოზულ დეფიციტს განიცდიდნენ, რამაც საფონდო ბირჟებზე არნახული ფასთა ზრდა მოახდინა, რისი პრეცედენტიც მსოფლიოში არ დაფიქირებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქიონირებს დაბა აგარაში, ქარელის რაიონი. შაქრის ქარხნის მენეჯმენტს უძღვება კომპანია "აგარა შუგარ მენეჯმენტი", რომელიც ტოლინგის (მომსახურების) ხელშეკრულებით არის თურქულ-აზერბაიჯანულ კომპანია "ქუოლითი შუგარ"-ზე, რომელიც თავის მხრივ ამარაგებს აგარის ქარხანას შაქრის ნედლეულით და არის დაკავებული შაქრის დისტრიბუციით. აგარის ქარხანა, ბოლო 2 წლის მანძილზე, დისტრიბუციის ბაზრიდან გასული არის და დაკავებულია მხოლოდ შაქრის წარმოებით. ქარხანაში დასაქმებულია 500 ადამიანამდე და საშუალო ხელფასი 500 ლარს შეადგენს.