დღეს, 15 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება.
,,თბილსერვისჯგუფის" პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დაცვის მხარის ადვოკატის განმარტებით, ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს დიდი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალეულობას.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ცნობით, გიგი უგულავას დავალებით, "თბილსერვისჯგუფში" შექმნილი იყო ფიქტიური განყოფილება სადაც 550 ადამიანი იყო გაფორმებული.