დღეს, 13 სექტემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ეწვევა, სადაც ახალი სკოლის გახსნას დაესწრება.
90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში დასრულებელია.
სკოლის შენობა და ეზო გათვლილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან, 15 სექტემბერს დაიწყებს.