პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის გააგრძელებს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნას. როგორც მარგველაშვილმა განმარტა ის, რომ უცბათ გაჩუმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ ისაუბროს, ეს იქნება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
,,მე ვემსახურები ქვეყანას, მე ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ. ბუნებრივია, ის რომ უცბათ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ საუბრობდეს და გაჩუმდეს, ეს იქნება პრეზიდენტის ინტსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი კი არა, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველას ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს ნორმალური ძალთა ბალანსი, ფაქტობრივად, გადაქაჩული იყოს ძალთა ბალანსი ერთი მიმართულებით, ჩემი აზრით, არ ესმის კარგად რას ნიშნავს დემოკრატია", _განაცახდა პრეზიდენტმა.