დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივთა განცხადებით, ოკაცეს კანიონის პროექტის ამოქმედებით და სოფელ გორდში ვიზიტორთა ცენტრის გახსნით, მოსახლეობას დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდა. რაც შეეხება პრობლემებს, როგორც აღმოჩნდა, სოფელს არ გააჩნია აფთიაქი და სავაჭრო ობიექტი. პრემიერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ქუმსიშვილს დაავალა.
კიდევ ერთი თხოვნა, რომელიც პრემიერმა ადგილობრივებისგან მოისმინა, სოფელ გორდის დადიანების საზაფხულო რეზიდენციის აღდგენას და რეზიდენციის მიმდებარე ტყე-პარკის შემოსაზღვრას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორია დაათვალიერა და მოსახლეობას დახმარება აღუთქვა