თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და მის უწყებას აქვს ჩამოყალიბებული ინსტიტუციური ურთიერთობები გიორგი მარგველაშვილთან.
"საქრათველოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტიტუციური უფლებები მასთან. მე არ ვიცი სხვა სამინისტროებთან მიმართებაში როგორ არის, მაგრამ ნატოს სამიტზე ჩვენ ერთ დელეგაციაში ვიყავით და ამან შედეგი გამოიღო", - აცხადებს ალასანია.