31 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით აწყობს პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მარეგულირებელი სტანდარტებისა და ხარისხის სისტემის კვლევა საქართველოში“ საბოლოო შედეგების პრეზენტაციას ექსპერტთა და დაინტერესებულ პირთა წრეში.
შეხვედრაზე დაგეგმილია პროექტის ფარგლებში მომზადებული სამაგიდო კვლევის (სახელმძღვანელოს) "ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მიწოდების სტანდარტები” პრეზენტაცია.
შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები ადგილობრივი პოლიტიკის შემდგომი სრულყოფისთვის.
მასალის გამოყენების პირობები