27-28 ოქტომბერს თინათინ თუმანიშვილის სახელობის თბილისის თოჯინების მუზეუმში საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორებიარიან შვედეთის მწერალთა კავშირი - საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექცია, შვედ მხატვართა გაერთიანება, შვედური ინსტიტუტი. საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ "ლიბოსთან" და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.