აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. უახლოესს დღეებში უკრაინაში სახედრო აღჭურვილობის მორიგი ტვირთი გაიგზავნება. ამის შესახებ „ამერიკის ხმა" იუწყება.
ტვირთის ჩამონათვალშია - ჩაფხუტები, დადიომიმღებები, ჯავშანჟილეტები, ინდივიდუალური აფთიაქები, ქურთუკები.
უახლოეს დღეებში კი ასევე გაიგზავნება ღამის ხედვის მოწყობილობა, რადიოსადგურები, კარვები, გენერატორები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. სამხედრო ტექნიკა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო დეპარტამენტი უსაფრთხოების გლობალური სარეზერვო ფონდიდან 19 მილიონ აშშ დოლარს გამოიყენებენ უკრაინის ეროვნული გვარდიის დასახმარებლად.