რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტეოდორ ბაკონსკის განცხადებით, საქართველო-რუმინეთ-აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
როგორც რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ამასთან, ბაკოვსკის განცხადებით, საქართველო-რუმინეთსა-აზერბაიჯანს შორის ახლი პროექტი გაფორმდება, რომელიც რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები