"PSP”-ს ფარმაცევტული საწარმო “ჯი-ემ-პი” – ეს არის ევროპული სტანდარტების ფარმაცევტული წარმოება, აღიარებული ყველაზე კომპეტენტური ევროპელი ექსპერტების მიერ; თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის აღიარება, რომელიც ქართულ წამალს იმ ქვეყნებში აქვს, სადაც ექსპორტზე იგზავნება. 2007 წელს პირველი ექსპორტი განხორციელდა შუა აზიაში, შემდგომში ექსპორტის არეალი გაფართოვდა დსთ-ს რიგ ქვეყნებში; ესქპორტზე გატანილი მედიკამენტების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, 2009 წელს მან 3,5 მლნ დოლარი შეადგინა; 2010 წლის მხოლოდ 2 თვეში კი უკვე 1 მლნ დოლარი; ამასთან იზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი.
დღეს პირველი ექსპორტი განხორციელდა უკრაინაში; უკრაინა საბჭოთა პერიოდიდან დიდი ფარმაცევტული ტრადიციების ქვეყანაა, რამდენიმე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციის იმპორტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს ქაეყანაში; დღეს კი, უპრეცენდენტო შემთხვევაა: უკრაინაში ქართული საწარმოს “ჯი-ემ-პი”-ს 60 000 აშშ დოლარის ქართული წამალი გაიგზავნა. ახლოეს მომავალში პირველი ექსპორტი განხორცილედება ლიბიაში.
დღეისათვის “ჯი-ემ-პი” აწარმოებს 150-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს და ყოველწლიურად ამატებს ახალ პრეპარატებს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ; ,,ჯი-ემ-პი~-ს მიერ წარმოებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი დღითიდღე იზრდება და ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება
მასალის გამოყენების პირობები