დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამმა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ორგანიზაცია გმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო აქტს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ ე.წ „საპრეზიდნეტო არჩერვნები" და მხარი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭირონ.
დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის განცხადება აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით
„დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში -აფხაზეთში, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს", რომელიც 2014 წლის 24 აგვისტოს ჩატარდა. ე.წ „არჩევნები" წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასა და უგულვებელყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ტარდება საქართველოში უნდა მოდიოდეს თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან და მასში მონაწილეობას რეგიონის მთლიანი მოსახლეობა უნდა ღებულობდეს.
აღნიშნული „არჩევნები" ოკუპაციის პირობებში და რეგიონის ქართული მოსახლეობის, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, გარეშე ჩატარდა, ამასთან ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ განიცადა დისკრიმინაცია ეთნიკურ ნიადაგზე და განდევნილ იქა საკუთარი სახლებიდან. განსაკუთრებით საგანგაშოა რომ გრძელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ეკონომიკური, სოციალური და სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევა.
დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საქართველოს საერთაშრისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ აღიარებს „იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს" რომლის ფარგლებშიც ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა. შესაბამისად, ეს არჩევნები უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო მისი შედეგები კანონიერი ძალის არმქონედ.
დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს ეს უკანონო აქტი და მხარი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭიროს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული", - ნათქვამია განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები