ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელიც ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას ეყრდნობა რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57%-მა მისცა.
ე.წ. ცესკო ასევე აცხადებს, რომ არცევნები შედგა, რადგანაც მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
შგახსნებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა მონაწილეობდნენ.
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.