ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. აფხაზეთის ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა. აფხაზური ე.წ. ცესკოს მიერ დარეგისტრირებულნი არიან: ასლან ბჟანია, ლენიდ ძაფშბა, რაულ ხაჯიმბა და მერაბ ქიშმარია.
რეგისტრაციაზე პრეზიდენტობის კანდიდატად უარი ეთქვა ყოფილ ვიცე-პრემიერს ბესლან ეშბას სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ ლინგვისტური კომისიის დასკვნის საფუძველზე.
არჩევნებში არ მონაწილეობს ქართული მოსახლეობა (22 ათასი), რომელსაც ეს უფლება სეპარტისებმა საპასპორტო "კანონით" წაართვეს.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132 861 ამომრჩეველს აქვს.