აფხაზეთმა ბელარუსს და ყაზახეთს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა, რათა შემდეგ ევრაზიულ კავშირს სეუერთდეს. აშკარაა, რომ სოხუმის კარდაკარ სიარული უშედეგო იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არც მინსკი და არც ასტანა დაინტერესებულნი არ არიან თბილისთან ურთიერთობების გაუარესებით. ეს თხოვნა აფხაზებისათვის ბოლო გაბრძოლებაა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინ. ამის შემდეგ ჩვენ ალბათ უკვე რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების თხოვნას მოვისმენთ. მოსკოვისათვის აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში მიღება მნიშვნელოვანია, ამ რესპუბლიკაში არსებული ტენდენციების ფონზე, - წერს სომხური გამოცემა „ლრაგირი".
საქმე იმაშია, რომ აფხზეთში თურქეთის გავლენა მატულობს, მრავარიცხოვანი აფხაზური დიასპოსრის წყალობით. აფხაზეთში შედის თურქული ინვესტიციები, რომლის შედეგად ანკარის პოლიტიკური გავლენა ძლიერდება. კიდევ ცოტაც და თურქეთს აფხაზეთზე უფრო მეტი კონტროლი ექნება, ვიდრე რუსეთს. მოსკოვს ამ გამოწვევის იგნორირება არ შეუძლია.
თურქული ექსპანსიის შეჩერების საუკეთესო სასუალებაა აფხაზეტის ოფიციალური ცართვა ევრაზიულ სივრცეში და მისთვის გარკვეული სტატუსის მინიჭება, რაც რუსეთს სიტუაციის უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს.
მაგრამ რადგანაც ბელარუსი და ყაზახეთი აფხაზეტის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, მაშიმ ჯობია, რომ აფხაზეთი რუსეთის სემადგენლობაში შევიდეს. არის აზრი, რომ მაისის ბოლოს სოხუმში მოწქყობილი „გადატრიალება" სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება. აშკარაა, რომ წინა ხელისუფლებაამ მოსკოვს წინააღმდეგობას უწევდა და რუსეთთან შეერთება არ სურდა. თუმცა ახლებსაც რაღაც ეჭვები გაუჩნდათ და ალბათ, ამიტომაც შეფიქრიანდნენ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოისურვეს.
გასაგებია, რომ აფხაზეთი ბელარუსისა და ყაზახეთისაგან ვერც აღიარებასა და ვერც ევრაზიულ კავშირში შესვლის თანხმობას ვერ მიიღებს, მაგრამ რას იზამს სომხეთი, თუ მსგავსი თხოვნა იქნება? აფხაზეთი თუ ევრაზიული კავშირის წევრი გახდება, ისე გამოვა, რომ მას და სომხეთს ერთნაირი სტატუსი ექნებათ?
რუსეთი პირველად არ ტოვებს სომხეთს არაღიარებულ რესპუბლიკებთან პირისპირ. გავიხსენოთ დიმიტრი მედვედევის მიერ ორგანიზებული ცხენების დოღი მოსკოვში, რომელსაც სომხეთის გარდა დსთ-ის არცერთი ლიდერი არ ესწრებოდა და სერჟ სარქისიანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების კამპანიაში აღმოჩნდა.