ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში შედგება და იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილები შეეცდებიან რევანში აიღოს და ამჯერად მაინც სძლიოს უნგრეთის ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, რიგით მე-2 მატჩში სტუმრად, უნგრეთში 13 აგვისტოს შედგა, სადაც საქართველო უნგრეთთან მხოლოდ 1 ქულით, 74:73 დამარცხდა.