ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია~ ("აფბა~) აცხადებს საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ. "აფბას~ ინიციატივა განპირობებულია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობით, მით უფრო იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როცა 800 ათასზე მეტი პენსიონერის შემოსავლის ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება.
"აფბა~ მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტუალურებული ინტერესი და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები დროული და კომპეტენტური პასუხების გაცემას საჭიროებს. პრობლემა უწინარესად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა და ამდენად, ის არ უნდა გახდეს წინასაარჩევნო დემაგოგიის ნაწილი და უსაფუძვლო განცხადებებისა და ბრალდებების საბაბი.
"აფბას~ მიერ ჩასატარებელი კვლევის მიზანია საზოგადოებისთვის ამ ბაზარზე არსებული რეალური ვითარების გაცნობა. ტენდენციებისა და ფაქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, მართლაც დაუსაბუთებლად ძვირია თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასები და უჭირავთ თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდის შემქმნელ კომპანიებს მოგების უსამართლოდ მაღალი მარჟა.
კვლევა მიზნად ისახავს სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას და მიღებული შედეგების შესაბამისად დასკვნების გამოტანას და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას.
"აფბა~ მიიჩნევს, რომ კვლევა და მისი შედეგები შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, შექმნას და სრულფასოვნად აამოქმედოს სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სისტემა, რამაც შემდგომ პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ სფეროში ყოველგვარი "გაუგებრობებისა~ და გაურკვეველი სიტუაციების პროვოცირებისა და განვითარების გამორიცხვას.
"აფბა~, როგორც ყოველთვის, ღიაა სათანამშრომლოდ და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, პირველ რიგში, ფარმაცევტულ კომპანიებს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიურად ითანამშრომლონ კვლევის მიმდინარეობისას.
მასალის გამოყენების პირობები