20 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება. ეროვნულმა ნაკრებმა დღეს იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ, 20 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განმარტავენ, დღეს საქართველოს ნაკრებში მსუბქად ივარჯიშა და ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს ნიკა მეტრეველი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 73:62 დაამარცხა.
მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს ნაკრების წევრებმა მატჩში 73 ქულიდან ყველაზე მეტი 19 ქულა ნაკრებს ზაზა ფაჩულიამ შესძინა. 10-10 ქულა მოუტანეს გუნდს თორნიკე შენგელიამ. დუდა სანაძე,. ვიქტორ სანიკიძეს ანგარიშზეა 9 წულა. 7 ქულა ლევან ფაცაციამ, 6 ბექა ბურჯანაძემ და 3 ბესიკ ლეჟავამ მოიპოვეს.
ჩეხეთის ნაკრებიდან 18 ქულით პატრიკ აუდამ, ხოლო 16 ქულა ლუბოშ ბარტონიმა მოაგროვეს.
საქართველოსა და ჩეხეთს შორის აქამდე გამართულ 6 მატჩში ქართველებმა მხოლოდ ერთში მოიგეს.
მასალის გამოყენების პირობები