საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა არ აქვს, რომ სანქციას აზრი ჰქონდეს, - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო მინისტრყ მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტების შეკიტხვას - რატომ არ უერთდება საქართველო უკრაინის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
"ამ შემთხვევაში, ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პოზიციას, რომლის აზრითაც, საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა არ აქვს, რომ სანქციას აზრი ჰქონდეს. სიტუაცია, რომელიც რეგიონში რუსეთის კონტექსტშია შექმნილი, დიპლომატიური ძალისხმევით უნდა დარეგულირდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.