გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის ვერსია საყურადღებოა,- ასე აფასებს რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე.
"ვფიქრობ, რომ ოჯახის ვერსია არის საყურადღებო და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე. სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ასეთი ფაქტები განმეორდეს, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ",- აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის #6-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საირფარეშოში იპოვნეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი მსჯავრდებულის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და მკვლელობაზე საუბრობს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა დასკვნა უცნობია. წელს პატიმრის გარდაცვალის მე-11 შემთხვევაა.