სასტუმრო "ქორთიარდ - მარიოტში" კონფერენციაზე ოფიციალურად გაიხსნა პროგრამა "საზღვრების ერთიანი მართვა სამხრეთ კავკასიაში". ევროკავშირის აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს დანერგონ საზღვრების მართვის სისტემა, რომელიც ღია და ამავდროულად უსაფრთხო საზღვრებს უზრუნველყოფს. პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ და აღსრულებას უზრუნვეყოფს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
კონფერენციას ესწრებოდა სამივე სამხრეთ კავკასიური ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნოდარ ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები