არასამთავრობო სექტორი, 29 ივნისს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
„საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება. ეს თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.
კვირას, 29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდით რუსთაველის გამზირზე, წამოიღეთ პლაკატი, მოდით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექით საქართველოსთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს.