„რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ძალიან ჰგავს აფხაზეთში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას" , - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გაზეთი „გარდიანი"აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელიც ეხება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის - დონბასის მოსახლეობისათვის გამიზნულ რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარების ქარავანს [ბადრაგს], რომელიც 280 „სამხედრო" ავტომანქანისაგან შედგება (ავტორები - ალეკ ლუნი და ლიუკ ჰარდინგი).
სტატიაში ციტირებულია რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი, რომელიც აღნიშნული ჰუმანიტარული მისიის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგია: „ანდრეი ილარიონოვმა უკრაინული გამოცემა „გორდონ"-ისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთიდან წამოსული ყოველგვარი ჰუმანიტარული მისია, რომელიც სეპარატისტების დასახმარებლადაა გამიზნული, აგრესიის ტოლფასი იქნება. მისი თქმით, ასეთი „ჰუმანიტარული მისიები" და „რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ოპერაციები" რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მეთოდია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. როგორც ილარიონოვმა აღნიშნა, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მსგავსი ჰუმანიტარული მისია საქართველოში 1993 წელსაც განახორციელა. მოგვიანებით ეს ჰუმანიტარული ოპერაცია ქართველმა კომენტატორებმა აფხაზი სეპარატისტებისადმი იარაღით დახმარებაში დაადანაშაულეს. აფხაზეთი დღეს არაღიარებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს".