ხვალ, 13 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მეორე მატჩს უნგრეთის ევროვნულ ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბუდაპეშტში თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ტრავმების გამო საქართველოს ნაკრების რიგებში ვერ იასპარეზებენ გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმენი.
სავარუდოდ, მატჩში ითამაშებს ვიქტორ სანიკიძეც, რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ წელის ტკივილი აწუხებდა.
საქართველო და უნგრეთი პირველი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ E ჯგუფში თითო-თითო გამარჯვებით ლიდერობენ. საქართველომ პირველ ტურში შინ ჩეხეთს 73:62 სძლია, ხოლო უნგრეთმა სტუმრად პორტუგალია 58:38 დაამარცხა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს, პორტუგალიაში გამართავს.