საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ამ წარმატებას ვულოცავ ასევე ყველა ქართველ მოჭადრაკეს, დიდი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის ევროპელ გულშემატკივრებს.
ამ არჩევანით ევროპელ მოჭადრაკეთა გაერთიანებამ ღირსეული ხელმძღვანელი შეიძინა. ესოდენ მაღალი პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა თქვენ დიდი შრომითა და საქმის სიყვარულით დაიმსახურეთ.
მჯერა, რომ თქვენი ძალისხმევა ნაყოფიერი იქნება საქართველოსა და ევროპაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჭადრაკის შემდგომი პოპულარაზიციისათვის"- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოცში.
მასალის გამოყენების პირობები