უკრაინის გამო, რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციები ხორბლის ფასის ზრდას გამოიწვევს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Telegraph-ი ავრცელებს.
Daily Telegraph-მა პროფესორ ტიმ ბანჰოტას სამეცნიერო გათვლები გამოაქვეყნა. მეცნიერის გათვლების მიხედვით ირკვევა, რომ რუსული ბანკების მიმართ სანქციების გატარება, 2015 წლისთვის ხორბლის ფასზე გავლენას აუცილებლად მოახდენს და ასევე გაზრდის ფერმერების მიმართ ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას.
„ჩვენ მეტის ჭამას, გაცილებით დაბალ ფასად მივეჩვიეთ. თუმცა უკრაინის კრიზისმა აუცილებლად უნდა შეგვახსენოს, რომ სასურსათოს უსაფრთხოების კუთხით გარკვეული ზომები აუცილებლად უნდა გავატაროთ"- აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიმართ ხანგრძლივმა სანქციებმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი „მშიერი დატოვოს". ასევე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ხორბლის საკვანძო პოზიციაზე, სურსათის მიწოდების მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები