საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია 3X3 კალათბურთის მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ფედერაციის ინფორმაციით, სპორტის ამ სახეობაში ჩატარებულმა პირველმა ეროვნულმა ჩემპიონატმა და ქართველი კალათბურთელების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია რეიტინგში მთელი 11 საფეხურით დააწინაურა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გასულ თვეებში რეიტინგში 22-ე ადგილზე იყო. გასული თვის განახლებულ რეიტინგში კი მე-11 ადგილი უკავია.
„ 3X3 კალათბურთში ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე რომ გასულიყო (სადამდეც სულ მცირედი დააკლდა), მსოფლიო რეიტინგის ათეულში აუცილებლად შევიდოდით.
ქვეყნების რეიტინგი მათი მოთამაშეების სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობით და დაგროვილი ქულებით განისაზღვრება. ფიბას რეგულაციაში პირდაპირაა განმარტებული, რომ ქვეყანა რაც უფრო მეტ ტურნირს ჩაატარებს 3X3 კალათბურთში, მის ფედერაციას მით უფრო მაღალი რეიტინგი ექნება"- აცხადებენ ფედერაციაში.
საქართველო დღესდღეობით მსოპლიოში მე-11 ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები