საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 73:62 დაამარცხა.
მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს ნაკრების წევრებმა მატჩში 73 ქულიდან ყველაზე მეტი 19 ქულა ნაკრებს ზაზა ფაჩულიამ შესძინა. 10-10 ქულა მოუტანეს გუნდს თორნიკე შენგელიამ. დუდა სანაძე,. ვიქტორ სანიკიძეს ანგარიშზეა 9 წულა. 7 ქულა ლევან ფაცაციამ, 6 ბექა ბურჯანაძემ და 3 ბესიკ ლეჟავამ მოიპოვეს.
ჩეხეთის ნაკრებიდან 18 ქულით პატრიკ აუდამ, ხოლო 16 ქულა ლუბოშ ბარტონიმა მოაგროვეს.
საქართველოსა და ჩეხეთს შორის აქამდე გამართულ 6 მატჩში ქართველებმა მხოლოდ ერთში მოიგეს.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს უნგრეთთან გამართავს.