ხვალ, 10 აგვისტოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შედგება, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს შეებრძოლება.
თამაში სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია.
სპორტის სასახლის სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ. პირველი იარუსის ბილეთები 15 ლარი ეღირება, ხოლო მეორე იარუსის - 5 და 10 ლარი. ფანებისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე სექტორი და ვინც სპორტის სასახლეში სპეციალური ატრიბუტიკითა და ქართველთა აქტიურად საქომაგოდ მიდის, ფან-ზონის ბილეთების შეძენა შეეძლებათ. ფან-ზონა განთავსებული იქნება მე-2 იარუსზე, მე-3 სექტორში.