უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აკტობესთან ორ მატჩში მარცხის შემდეგ თბილისის დინამოში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. თბილისის ,,დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას გადაწყვეტილებით,მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლდა მიხაილ ბილეკი, მის ნაცვლად კი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი გახდა. გუნდიდან წავიდა ასევე ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელი. მათ შორის მეკარე და კაპიტანი გიორგი ლორია.
,,ყაზახეთის აკტობესთან მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ რადიკალური ცვლილების დრო დადგა. ჩვენ, დინამოს ხელმძღვანელობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფეხბურთელებმა კარგად ითამაშონ, როგორც მინიმუმ, პირველივე ეტაპზე უშანსოდ არ დამარცხდნენ მეტოქესთან, ასეთ დროს კი საქმისადმი არასწორ მიდგომას ვხედავ. ამის მოთმენა არ შეიძლება", _განაცახდა ,,დინამოს" პრეზიდენტმა
რომან ფიფიამ.
მისივე თქმით, დინამოში იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდ თანხას იღებდნენ.
,,დინამოში იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდ თანხას იღებდნენ. მივხვდი, რომ მათთვის დიდი ხელფასის გადახდა ფულის დაკარგვა იყო და სხვა არაფერი. ყოველ შემთხვევაში, აკტობესთან მარცხმა ამაში დამარწმუნა. იმ ბიჭებს, ვინც დინამოს პირველ გუნდში იქნებიან, არ ექნებათ დიდი ხელფასი, მაგრამ ისინი მიიღებენ საკმაოდ კარგ პრემიას. ვფიქრობ, ეს უკეთესი მოდელია", _განაცახდა ფიფიამ.