„საზღვარი რუსეთთან უნდა გაიხსნას, საქართველოსთან კი უნდა ჩაიკეტოს",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატი ლეონიდ ძაპშბა რუსულ მედიასთან საუბარში და აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნა - აუცილებლობაა.
„რკინიგზა - ეს აუცილებლობაა, ჩვენ უბრალოდ მომავალშიც ასე არსებობის გაგრძელება არ შეგვიძლია. რკინიგზა დროის კარნახია. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას ჩვენ თვითონ ვერ შევძლებთ და რატომაც არ შეგვიძლია ჩვენ ეს გავაკეთოთ რუსეთის შუამავლობით თუ ეს მნიშვნელოვან შენატანებს უზრუნველყოფს ბიუჯეტში.
ამასთან ერთად, განა ვისთვის იქნება ცუდი თუ რკინიგზასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ეს იქნება სადგურები, ბაზები და სხვ. და ვისთის იქნება ცუდი თუ ჩვენ ბიუჯეტში შევსება მივა ხელფასებზე, პენსიებზე , დახმარებებზე",_ აცხადებს ე.წ. კანდიდატი და აღნიშნავს, რომ რკინიგზა სასიცოცხლოდ აუცილებელია აფხაზეთისათვის.
„ამიტომაც არ არის საჭირო გარესამყაროსგან მოწყვეტა ისედაც ძალიან დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში ვართ.
რკინიგზა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, ისევე როგორც გაზიფიკაცია, აეროპორტი. ასევე ვხედავ სარგებლობას ფსოუზე არსებული საზღვრის გახსნაში, ამასთან ერთად, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება თუ ენგურზე არსებული საზღვარი ჩაიკეტება",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატი ლეონიდ ძაპშბა.