სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ბაღდადის რაიონში სარწყავი არხების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
უწყების მიერ გამოყოფილი თანხით რაიონის სარწყავი არხების თითქმის 80 % უკვე გარემონტდა.
"ეს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ნათესები მთლიანად მორწყას", - განაცხადა კვეზერელმა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მისი უწყების მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა, იმპორტის შემცირება და მისი ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებაა.