საქალაქო სასამართლოში რიყისა და ,,ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი დაიკითხება. იგი პროცესს არ დაესწრება და ჩვენებას დისტანციური დაკითხვის ფორმით მისცემს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიის და ,,ტელეიმედის" უკანონოდ გასხვისებას ედავება.აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს დაცვის მხარე და მას აბსურდულს უწოდებს.