"ყვითელ ზღვაში" სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის ხომალდი ჩაიძირა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ ინციდენტი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვათან მოხდა.
ოფიციალური სეულის განცხადებით სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის ხომალდი აფეთქების შედეგად ჩაიძირა. მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია მონაწილეობდა თუ არა ინციდენტში ჩრდილოეთ კორეა.
ხომალდზე მყოფი 58 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით გემზე 100-ზე მეტი მეზღვაური იმყოფებოდა, კორეული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მათი ნაწილი დაიღუპა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ინციდენტის მიზეზები და დამნაშავის ვინაობა დაადგინონ.
დღეს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა,შესაბამისი პრესსპიკერის თქმით, აშშ ამ ეტაპზე გამორიცხავს ინციდენტში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები