მედიის ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში კვირას სომხეთში შეხვედრას უკრაინის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ბაბიშს მედიასთან რ დაუკონკრეტებია, რა თემებზე გაიმართება მოლაპარაკება. ეს იქნება მისი პირველი პირისპირ შეხვედრა ზელენსკისთან მას შემდეგ, რაც ის ჩეხეთის მთავრობის მეთაური გახდა.
მისი თქმით, ის ასევე გამართავს მოკლე ორმხრივ შეხვედრებს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, და მოლდოვის პრეზიდენტთან.
ბაბიშმა აღნიშნა, რომ შეხვედრა გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში. მანამდე ის იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ვიზიტით.
„მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ ერთმანეთს“, - ასე განმარტა მან ზელენსკისთან შეხვედრის მნიშვნელობა.
როგოტც მედია აღნიშნავს, ბაბიშის პარტია და თავად ბაბიში ხშირად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი უკრაინის და პირადად ზელენსკის მიმართ, ამიტომ ეს შეხვედრა პოლიტიკურად სიმბოლურ დატვირთასაც ატარებს.
ამასთან, ბაბიში აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს. „არა, მე კიევში არ წავალ“, - თქვა მან. თუმცა დაამატა, რომ მომავალში შესაძლოა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს პოლონეთში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის აღდგენას მიეძღვნება.
3 მაისს ბაბიში გაემგზავრება სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც განიხილება: ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, ევროპის სტაბილურობის გაძლიერების საკითხები, ასევე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება.