აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კუბის მთავრობის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.
როგორც Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, ახალი ზომები შეეხება პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კუბის ძალოვან სტრუქტურებს უჭერენ მხარს ან დაკავშირებული არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან. სანქციები ასევე გავრცელდება მთავრობის აგენტებზე, ოფიციალურ პირებსა და მხარდამჭერებზე.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქციების ქვეშ.
დოკუმენტი ითვალისწინებს მეორად სანქციებსაც იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ პირებთან ტრანზაქციებს ახორციელებენ ან მათ საქმიანობას უწყობენ ხელს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, კუბა ქმნის ხელსაყრელ გარემოს უცხოური სადაზვერვო, სამხედრო და ტერორისტული ოპერაციებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიასთან ახლოს ხორციელდება.