აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.
რეზოლუციის ავტორი „დემოკრატი“ სენატორი, ბრაიან შატსია.
"რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ასრულებს დემოკრატიის განმტკიცებაში, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საზოგადოების ინფორმირებულობაში", - ნათქვამია დოკუმენტში