შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ევროპა გვთავაზობს ,,ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანას, არადა ეს მისი უწყების ინიციატივა იყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილმა განაცხადა კანონი ოკუპაციის შესახებ უნდა ებრძოდეს ოკუპაციას და არა მოსახლეობას.
,,სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. ეს ინიციატივა ჩემი სამინისტროს მიერ 2012 წელის დეკემბერში შევიმუშავეთ ,,ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე და 2013 წლის თებერვლიდან განხილული იყო პარლამენტში. Pპირველი მოსმენით კანონპროექტი გავიდა, თუმცა შემდეგ, სამწუხაროდ, გაჩერდა. Eეს არის მშვენიერი მაგალითი თუ რამდენად ჩვენს ინიციატივას ვინაიდან ბოლომდე ვერ მივდეთ მას, მერე უკვე ევროპა გვიკიჟინებს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ევროპა გვთავაზობს ამას. სინამდვილეში კი ეს ჩვენი ინიციატივა იყო და მადლობა ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, რომ მათ შეახსენეს დასავლურ საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ მიმარტულებით ნაბიჯების გადადგმა. კანონი ოკუპაციის შესახებ უნდა ებრძოდეს ოკუპაციას და არა მოსახლეობას. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მუშაობა და მოსახლეობას, პირველ რიგში, უნდა შევუმსუბუქოთ იქ ყოფა. გადაადგილება და საქმიანობა", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი საქართველოს ,,ოკუპაციის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს ავალდებულებს.