მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის" მფლობელი არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესი გახდა. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების გოლკიპერი მანუელ ნოიერი დასახელდა. ნოიერს ადიდასის პრიზი - „ოქროს ხელთათმანი" გადაეცა.
ჩემპიონატის ბომბარდირი და „ოქროს ბუცის" მფლობელი კოლუმბიელი ხამეს როდრიგესია, რომელმაც ხუთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. „ვერცხლის ბუცი" კი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ტომას მიულერს გადაეცა - 7 მატჩში 5 გოლი, „ბრინჯაოს ბუცი" ბრაზილიელ ნეიმარს ერგო - 4 გოლი 5 მატჩში.
ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი პოლ პოგმა დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვება გერმანიის საფახბურთო ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში არგენტინის ნაკრები აგნარიშით 1:0 დაამარცხა.