გერმანიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში გერმანელმა ფეხბურთელებმა არგენტინის ნაკრები ანგარიში 1:0 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ძირითად დროში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო საგოლე მომენტების რეალიზება. დამატებითი დროის მეორე ტაიმში - 113-ე წუთზე. მარიო გეტცემ არგენტინელებს ლამაზი გოლი გაუტანა.
ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. უნდა აიღინიშნოს, რომ გერმანიის ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ ჩემპიონატში.